დღის მოხსენება 23| ფილტვის თრომბოემბოლიზმი- დიაგნოსტირება და მართვა
- პულმონოლოგია
- კრიტიკული მედიცინა
- +1
შინაგანი მედიცინის ქართული აკადემია (GAIM) არის ორგანიზაცია, რომელიც მიზნად ისახავს შინაგანი მედიცინის და მისი ყველა ქვეგანხრის რეზიდენტების, ექიმების და სხვა რგოლის წარმომადგენლების მხარდაჭერას საქართველოში. ჩვენი მიზანია სამედიცინო საზოგადოების გაძლიერება მტკიცებულებებზე დაფუძნებული აკადემიური მასალებისა და ცოდნის გაზიარებით, კლინიკური შემთხვევების და სიახლეების რეგულარული განხილვებით. ასევე, კომუნიკაციის გაძლიერება საქართველოში და საზღვარგარეთ მომუშავე სპეციალისტებს შორის.
უკვე წევრი ხართ? შესვლა
ბიბლიოთეკა
GAIM-ის წევრების მიერ მომზადებული და კოლეგების მიერ რეცენზირებული ღია მასალები ყოველდღიური კლინიკური სწავლისთვის.
რეალური კლინიკური შემთხვევების განხილვა, სადაც ყურადღება ექცევა დიაგნოსტიკურ მსჯელობასა და ამჟამინდელ მტკიცებულებებს.
მნიშვნელოვანი კვლევებისა და გაიდლაინების მოკლე, სტრუქტურირებული მიმოხილვები მტკიცებულებების სიძლიერის მითითებით.
პროექტის ხელმძღვანელილელა მჭედლიშვილი
დიაგნოსტიკისა და მართვის კლინიკური ალგორითმები რეზიდენტებისა და ინტერნისტებისთვის.
ყველა მასალა საგანმანათლებლო ხასიათისაა და კლინიკურ პრაქტიკაში გამოყენებამდე ექიმის მიერ გადახედვას საჭიროებს.
საერთაშორისო დღეები
GAIM აღნიშნავს სამედიცინო საერთაშორისო დღეებს საგანმანათლებლო მასალით, პოსტერებითა და ვიდეოებით.
ჰეპატიტის საერთაშორისო დღე
🌍 28 ივლისი — მსოფლიო ჰეპატიტის დღე 2026 🟤 ჰეპატიტი (ღვიძლის ანთება) არის დაავადება, რომლის პრევენცია, ადრეული გამოვლენა და ეფექტური მართვა შესაძლებელია! ✅ ჰეპატიტი შესაძლოა გამოწვეული იყოს: 🦠 ვირუსული ინფექციით (A, B, C, D, E) 🧬 აუტოიმუნური დაავადებით 🍷 ალკოჰოლით 💊 მედიკამენტებით ⚖️ მეტაბოლური დარღვევებით 🔬 ეტიოლოგიის მიუხედავად, ქრონიკული ჰეპატიტი — განსაკუთრებით არადიაგნოსტირებული ან არანამკურნალები — შეიძლება პროგრესირდეს: ➡️ ღვიძლის ციროზამდე ➡️ ჰეპატოცელულურ კარცინომამდე ➡️ ღვიძლის უკმარისობამდე, რომელიც შესაძლოა ტრანსპლანტაციას საჭიროებდეს. ასევე შესაძლებელია ექსტრაჰეპატური გამოვლინებები: ❤️ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები 🩺 თირკმლის დაზიანება 🎗️ ექსტრაჰეპატური სიმსივნეები 🧬 რა შეგვიძლია დღეს? 💉 A და B ჰეპატიტების წინააღმდეგ არსებობს უსაფრთხო და მაღალეფექტური ვაქცინები. 🛡️ B ჰეპატიტის ვაქცინაცია იცავს D ჰეპატიტისგანაც. 💊 C ჰეპატიტი თანამედროვე ანტივირუსული პრეპარატებით შემთხვევათა 95%-ზე მეტში სრულად განკურნებადია. 💊 B ჰეპატიტის მკურნალობაში სამი
სისხლის დონორის დღე
📅 ეს თარიღი ნობელის პრემიის ლაურეატის, კარლ ლანდშტაინერის დაბადების დღეს უკავშირდება, რომელმაც ABO სისხლის ჯგუფების აღმოჩენით საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე ტრანსფუზიოლოგიას. 🌍 2026 წლის მთავარი გზავნილია: „უსაფრთხო სისხლი ყველასთვის“. 🔬 მაღალტექნოლოგიური ლაბორატორიული ტესტირება, კომპონენტებად დაყოფა და ხარისხის მუდმივი კონტროლი უზრუნველყოფს, რომ პაციენტამდე მხოლოდ უსაფრთხო სისხლი მივიდეს. თუმცა, არსებობს ერთი რამ, რასაც ვერცერთი ტექნოლოგია ვერ შექმნის — ეს თავად სისხლის დონორია. სისხლი მხოლოდ ადამიანმა შეიძლება გაიღოს ადამიანისთვის. 🩸ერთი დონაცია = რამდენიმე გადარჩენილი სიცოცხლე. 📍ეს არის კრიტიკული დახმარება ტრავმების, ქირურგიული ჩარევების, ონკოლოგიური დაავადებებისა თუ მშობიარობის გართულებების დროს. სისხლის უანგარო გაღება ჰუმანურობისა და უმაღლესი სოციალური პასუხისმგებლობის გამოხატულებაა. 🤝 უსაფრთხო სისხლის მარაგების არსებობა არა ერთჯერადი აქცია, არამედ მუდმივი პროცესია, რომელიც მეცნიერების, ჯანდაცვის სისტემისა და საზოგადოების ერთიანობას მოითხოვს. 🩸 გაიღე სისხლი
თამბაქოსგან თავისუფალი მსოფლიო
🚭 თამბაქოს მოწევის შეწყვეტა წარმოადგენს ნაადრევი სიკვდილიანობის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პრევენცირებად მიზეზს. იგი მნიშვნელოვნად ზრდის როგორც მწვავე, ისე ქრონიკული დაავადებების განვითარების რისკს, მათ შორის სხვადასხვა ლოკალიზაციის ონკოლოგიურ პათოლოგიებს. 🌍🌻 World No Tobacco Day 2026-ის ფარგლებში, შინაგანი მედიცინის ქართული აკადემია წარმოგიდგენთ თამბაქოს შეწყვეტის თანამედროვე, მტკიცებულებებზე დაფუძნებულ ფარმაკოთერაპიას, კლინიკურ პრაქტიკაში ეფექტური და სტანდარტიზებული მიდგომების მხარდასაჭერად. 🧠 ნიკოტინური დამოკიდებულება არის ქრონიკული, რეციდივირებადი მდგომარეობა, რომლის მართვა საჭიროებს მტკიცებულებებზე დაფუძნებულ მკურნალობას. კლინიკური კვლევებით დადასტურებულია შემდეგი ფარმაკოლოგიური საშუალებების ეფექტურობა: • ნიკოტინის ჩამანაცვლებელი თერაპია (NRT) • ვარენიკლინი • ბუპროპიონი 📈 პაციენტზე ორიენტირებული მართვისას მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ მოწევის შეწყვეტის წარმატების ალბათობა მნიშვნელოვნად იზრდება, როდესაც ფარმაკოთერაპია კომბინირებულია პროფესიულ ქცევით კონსულტირება


GAIM-ის შესახებ
GAIM-ის ერთ-ერთ მთავარ სამიზნეს წარმოადგენს რეზიდენტების ხელშეწყობა. გვესმის, რომ რეზიდენტები არიან ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის შეუცვლელი და მნიშვნელოვანი რგოლი, ისინი უდიდეს ძალისხმევას დებენ სწავლასა და მუშაობაში და ხშირად აკეთებენ ამას რთულ პირობებში. GAIM-ის მისიაა ამ ძალისხმევის დამატებითი მხარდაჭერა – ისეთი სივრცის შექმნით, რომელიც ხელს უწყობს პროფესიულ ზრდას, აკადემიურ განვითარებასა და კოლეგებთან თანამშრომლობას.
მართვა
GAIM-ს მართავს შვიდწევრიანი ბორდი.
ვალიკო ბეგიაშვილი
დამფუძნებელი
მეგი ქირია
საორგანიზაციო გუნდის ხელმძღვანელი
ნანული გვაზავა
აკადემიური დირექტორი
ნინო კვირტია
კომუნიკაციის გუნდის ხელმძღვანელი
შალვა ნადირაშვილი
ხარისხის კონტროლის გუნდის ხელმძღვანელი
შოთა კუპრავა
ლეგალური გუნდის ხელმძღვანელი
კალენდარი
17 ოქტ · შაბათი · 21:00–22:30ონლაინ · Google Meet
მომხსენებელი:ლევან გახოკიძეაშშ
წევრობა
წევრობა ღიაა ექიმებისთვის, რეზიდენტებისა და მედიცინის სტუდენტებისთვის, ვინც იზიარებს GAIM-ის ერთგულებას მტკიცებულებებზე დაფუძნებული პრაქტიკისადმი.
მონაწილეობა დღის მოხსენებებსა და კლინიკური შემთხვევების სხვა განხილვებში.
სრული წვდომა Evidence Brief-ებსა და კლინიკურ რესურსებზე.
შემთხვევების წარდგენა, მიმოხილვების მომზადება და მასალების რეცენზირება კოლეგებთან ერთად.
კავშირი ინტერნისტებთან, რეზიდენტებთან და სტუდენტებთან მთელი საქართველოდან.